რეგიონი
ცაიშში სამივე უბანი დროულად გაიხსნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. სამივე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში 2 819 ამომრჩეველია რეგისტრირებული, დროულად და ექსესების გარეშე გაიხსნა. ხმის მიცემა ელექტრობულად მიმდინარეობს, რაც სიახლეა და ის ქვეყნის მასშტაბით პირველად ხდება.

ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენია: გოდერძი კუკავა - "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველო", ბაჩუკი ნარუშვილი - "თავისუფალი საქართველო" და თენგიზ ალმასია - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".

Print