რეგიონი
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შუალედურ არჩევნებს ცაიშში აკვირდება (ვიდეო)
სოფელ ცაიშში საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, სადაც ხმის მიცემა ელექტრონულად პირველად მიმდინარეობს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აკვირდება. ის სამივე საარჩევნო უბანზე უკვე იმყოფებოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან საქართველოში, სწორედ ცაიშში ტარდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები. ძალიან საინტერესოა ეს პროცესი, ვინაიდან ეს არის პილოტური პროექტი, რომელიც ამომრჩეველზეა დიდ წილად დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად გამოიყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს საარჩევნო პროცესში. ამ პროცესს კვლევის მიზნები აქვს, რომელიც შემდგომში შეფასდება ზოგადად საქართველოში საარჩევნო პროცესში დანერგვის შესაძლებლობების განხილვის თვალსაზრისით“, - თქვა თამარ ჟვანიამ.

საარჩევნო უბნები, სადაც ჯამში 2 819 ამომრჩეველია რეგისტრირებული, დროულად და ექსესების გარეშე გაიხსნა. აქ ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობს.

ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენია: გოდერძი კუკავა - "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველო", ბაჩუკი ნარუშვილი - "თავისუფალი საქართველო" და თენგიზ ალმასია - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".

ცაიშში სამივე უბანი დროულად გაიხსნა

Print