რეგიონი
ელენე ხოშტარია ცაიშის შუალედურ არჩევნებზე: მთავარი საფრთხე ხმის მიცემის ფარულობა იქნება
ცაიშის #103-ე საარჩევნო უბანზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია იმყოფება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არჩევნების პროცესს სწორედ ამ უბანზე აკვირდება. მისი პირველადი შეფასებით, ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემის გამო უბანზე გარკვეული სახის დაბნეულობა შეინიშნება.

"ახალი სისტემაა და რა თქნა უნდა არის დაბნეულობა. დიდი დრო მიდის თითო ამომრჩეველზე. ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, თუ რამდენად იქნება ხმის მიცემის ფარულობა დაცული. ამდენი ახსნის პროცესს დეტალური დაკვირვება უნდა, რადგან არ მოხდეს ვინმეს მხრიდან რამე სახის მითითება ან დაფიქსირება თუ ვის მისცა ამა თუ იმ ამომრჩეველმა ხმა", - აღნიშნა ხოშტარიამ.

ცაიშის სამივე უბანი, სადაც ჯამში 2 819 ამომრჩეველია რეგისტრირებული, დროულად და დარღვევების გარეშე გაიხსნა. აქ ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობს.

ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი გოდერძი კუკავა "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველოდან", ბაჩუკი ნარუშვილი -"თავისუფალი საქართველო" და "ქართული ოცნებიდან"თენგიზ ალმასია იბრძვის.

ამავე თემაზე:

ხვალ საკრებულოს შუალედური არჩევნები ცაიშის სამ უბანზე ჩატარდება

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შუალედურ არჩევნებს ცაიშში აკვირდება (ვიდეო)



Print