რეგიონი
„ქართული ოცნების“ კანდიდატი: ხმა უკეთეს მომავალს მივეცი
სოფელ ცაიშში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე "ქართული ოცნების" კანდიდატმა თენგიზ ალმასიამ საკუთარი პოზიცია #74 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ხმა უკეთეს მომავალს მისცა.

"მე ხმა მივეცი ამ სოფლის უკეთეს მომავალს, შენებას და აღორძინებას. მოსახლეობისთან შეხვედრების დროს გამოიკვეთა პრობლემები, ესაა შიდა გზების მოწესრიგება, სანიაღვრე არხები და კიდევ არის სხვა პრობლემებიც, რომლის მოგვარებასაც ვაპირებ გამარჯვების შემთხვევაში", - თქვა თენგიზ ალმასიამ.

სოფელ ცაიშში შუალედური არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი თამაზ ჟორჟოლიანი ავტოავარიის შედეგად საკრებულოს პირველ სხდომამდე დაიღუპა. ის "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს. ესენია: გოდერძი კუკავა - "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველო", ბაჩუკი ნარუშვილი - "თავისუფალი საქართველო" და თენგიზ ალმასია - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".

ამავე თემაზე:

ცესკო: 12 საათის მონაცემებით ცაიშში ამომრჩევლების აქტივობამ 16, 74% შეადგინა

ცაიშში სამივე უბანი დროულად გაიხსნა


Print