რეგიონი
პარტიული დროშები ცაიშის კიდევ ერთ უბანთან განათავსეს (ფოტო)
სოფელ ცაიშში, ცაცხვის საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ პარტიული დროშები მიიტანეს და უბნის შესასვლელ ღობეზე განათავსეს. ამის შემდეგ, როგორც #73 საარჩევნო უბნზე მოხდა, „ევროპული საქართველოს“ სინბოლიკებიც მიიტანეს.








ამომრჩევლებს #73 საარჩევნო უბანზე მისასვლელად „ქართული ოცნების“ დროშებს შორის უწევთ გავლა.



საარჩევნო კოდექსის თანახმად, აგიტაცია-პროპაგანდა იკრძალება მხოლოდ საარჩევნო უბანზე, უბნის გარეთ კი დასაშვებია.

ცაიშის სამივე საარჩევნო უბანზე ჯამში 2 819 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობს, რაც სიახლეა და ის ქვეყნის მასშტაბით პირველად ხდება.

ამავე თემაზე:

ამომრჩევლები „ქართული ოცნების“ დროშებს შორის(ფოტო)
Print