ახალი ამბები
საია საარჩევნო უბნებთან პარტიული სიმბოლიკის მიტანაზე: სასურველია, მსგავსი ქმედებისგან თავი შეიკავონ
„საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანლი ჯემალ ჭკადუა ცაიშის საარჩევნო უბნების მიმდებარედ სააგიტაციო მასალის განთავსებას გამოეხმაურა. მისი განმარტებით, საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს უბნის გარეთ აღნიშნული მასალების განთავსებას, თუმცა მისი თქმით, სასურველი იქნება თუ მსგავსი ქმედებებისგან პოლიტიკური პარტიები თავს შეიკავებენ.

"სამივე საარჩევნო უბანზე მონიტორები გაჩნდა, სადაც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სააგიტაციო ვიდეორგოლი გადის. შემდეგ მეორე პოლიტიკურმა პარტიამ ჭიშკართან დროშები დაამაგრა. კარგი იქნება, თუ მსგავსი ქმედებებისგან თავს შეიკავებენ პოლიტიკური პარტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს შემდეგ არჩევნებზე მივიღებთ ბევრ ტელევიზორსს და სხვადასხვა სააგიტაციო მასალას“,- აღნიშნა ჭკადუამ.

სოფელ ცაიშში, ცაცხვის საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ პარტიული დროშები მიიტანეს და უბნის შესასვლელ ღობეზე განათავსეს. მოგვიანებით უბნებზე „ევროპული საქართველოს“ სინბოლიკებიც გამოჩნდა.

ამავე თემაზე:

„ევროპული საქართველოს“ მიერ ნაჩვენებ საინფორმაციო ვიდეორგოლში პარტიის მხარდამჭერი მოწოდება ჩანს

პარტიული დროშები ცაიშის კიდევ ერთ უბანთან განათავსეს (ფოტო)
Print