ახალი ამბები
„თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი: ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს
„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბაჩუკი ნარუშვილმა ხმა ცაიშის 103-ე საარჩევნო უბანზე მისცა. მისი თქმით, დღეს ხელისუფლება საკუთარი გამარჯვებისთვის ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.

„აქ არის ყველა - გუბერნია, მერია...  #74-ე უბანზე განსაკუთრებული მობილიზებაა, რადგან იქ, სავარაუდოდ, უპირატესობა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს აქვს. ხალხი „ქართული ოცნების“ კანდიდატის შემოსახაზად დაზომბირებული მოდის, თუმცა, არ ვიცი, საარჩევნო ყუთთან ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედი მაქვს, გონს მოეგებიან“, - აღნიშნა ნარუშვილმა.

წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამყენებაზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავაც. ბრალდების საპასუხოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მოკლე კომენტარით - ცივი წყალი დალიონ - შემოიფარგლა.

საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირეს „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატებმა.


ამავე თემაზე:

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

„ქართული ოცნების“ კანდიდატი: ხმა უკეთეს მომავალს მივეცი
Print