რეგიონი
ცაცხვის საარჩევნო უბანზე საჩივარი დაიწერა (ვიდეო)
ცაიშში, #74 საარჩევნო უბანზე საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ერთ-ერთი კომისიის წევრის მიმართ, რომელიც "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს, საჩივარი დაწერა. საჩივრის შინაარსის თანახმად, რეგისტრატორი უკანონოდ ამუშავებდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში მყოფ ამომრჩეველთა მონაცემებს. კერძოდ, ცალკე ფურცელზე იწერდა სახელს და გვარს გაურკვევლი მიზნებით. 

კითხვაზე, თუ რა მიზნით ინიშნავდა ის ამომრჩეველთა ვინაობებს თქვა, რომ იწერდა იმ ადამიანების სახელებს, რომლებიც არჩევნებზე არ მივიდნენ.





მანამდე, სამივე საარჩევნო უბანზე ერთმანეთის იდენტური საჩივარი დაიწერა. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ფუნქციების გასანაწილებელ წილისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

ცესკოს ცნობით, კენჭისყრის პროცესს 20 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 77 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 10 დამკვირვებელი აკვირდება. 13 მაისის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტაცია გაიარა 15 მედიასაშუალების 255-მა წარმომადგენელმა. 

ცაიშში დღეს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. საკრებულოს წევრობისთვის სამი კანდიდატი გოდერძი კუკავა "ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველოდან", ბაჩუკი ნარუშვილი "თავისუფალი საქართველოდან" და "ქართული ოცნებიდან“ თენგიზ ალმასია იბრძვის.

ამავე თემაზე:

საიამ ცაიშის ერთ-ერთ უბანზე საჩივარი დაწერა

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შუალედურ არჩევნებს ცაიშში აკვირდება (ვიდეო)

Print