რეგიონი
რას ფიქრობენ ცაიშელები ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე (ვიდეო)
ცაიშში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მოსახლეობის ნაწილი, რომლებმაც საკუთარ არჩევანი ელექტრონული აპარატის საშუალებით დააფიქსირეს, ამბობენ რომ სიახლე მათთვის მისაღები და მარტივად გასაგებია. საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად იყენებს ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემას. ცესკოში აცხადებენ, რომ პროგრამა საპილოტეა და დიდწილად ამომრჩეველზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად გამოიყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს საარჩევნო პროცესში.

უბანზე მოსულ ამომრჩევლებს საშუალება აქვთ, ფოიეში ცესკოს მიერ მოწყობილ სპეციალურ ეკრანზე ვიდეორგოლის მეშვეობით ხმის მიცემის პროცედურებს მიადევნონ თვალი. 


ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სამი კანდიდატი გოდერძი კუკავა ( ბაქრაძე-უგულავა - ევროპული საქართველო), ბაჩუკი ნარუშვილი (თავისუფალი საქართველო) და თენგიზ ალმასია (ქართული ოცნება) იბრძვის.

არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი თამაზ ჟორჟოლიანი ავტოავარიის შედეგად საკრებულოს პირველ სხდომამდე დაიღუპა. ის "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

Print