რეგიონი
ენმ-დან კომისიის წევრებმა ცაიშში საარჩევნო პროცესი დატოვეს
ცაიშში, საკრებულოს შუალედური არჩევნები კომისიის წევრებმა, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობიდან" იყვნენ წარდგენილები, სამივე უბანი ერთდროულად დატოვეს. მათ დილით მონაწილობა წილისყრაშიც არ მიიღეს. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, ეს მათი მხრიდან ერთგვარი ბოიკოტია, რომელიც ამ არჩევნებს გამოუცხადეს.

"მხოლოდ იმიტომ არ გავაუქმეთ ჩვენი კვოტა, რომ საოლქოს და "ქართულ ოცნებას" სათავისოდ არ გამოეყებინა და თავისი წარმომადგენლები არ დაესვათ კომისიაში. დღის მეორე ნახევრამდე იმიტომ დარჩნენ, რომ აკვირდებოდბენ პროცესს და შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერეს",- უთხრა რადიო "ათინათს" წითლიძემ.

ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გაავრცელეს.

ამავე თემაზე:

რას ფიქრობენ ცაიშელები ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე (ვიდეო)

ცესკო: 12 საათის მონაცემებით ცაიშში ამომრჩევლების აქტივობამ 16, 74% შეადგინა

საია საარჩევნო უბნებთან პარტიული სიმბოლიკის მიტანაზე: სასურველია, მსგავსი ქმედებისგან თავი შეიკავონ
Print