რეგიონი
ცაიშში პირველადი მონაცემებით მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა
ხმის მთვლელი აპარატის მონაცემების მიხედვით, ცაცხვის მსგავსად, დანარჩენ ორ #73 და #103 საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა.


#103-ე საარჩევნო უბნის მონაცემები

ამავე მონაცემებით, თენგიზ ალმასიამ ორივე უბანში ჯამში 501 ხმა მიიღო. გოდერძი კუკავამ (ევროპული საქართველო) - 187, ხოლო ბაჩუკი ნაროუშვილმა (თავისუფალი საქართველო) 21 ხმა. ამავე უბნებზე აპარატმა ბათილად 158 ხმა ცნო, რომელზეც კომისია ადგილზე მსჯელობს.

#73 საარჩევნო უბნის მონაცემები


ხმის მთვლელი აპარატის მიხედვით, ცაიშის #74 საარჩევნო უბანზეც მმართველი პარტიის კანდიდატი თენგის ალმასია ლიდერობს.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები და წარმომადგენლები გამარჯვებას უკვე ზეიმობენ. მათ ფოიერვერკები ისროლეს.


ამავე თემაზე:

პირველადი მონაცემებით ცაიშის ერთ-ერთ უბანზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

ცაიშში საარჩევნო უბნები დაიხურა

რას ფიქრობენ ცაიშელები ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე (ვიდეო)



Print