ახალი ამბები
ნატო-ს ხომალდი ფოთის პორტში შემოვიდა
ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები ფოთის პორტში დღეს შემოვიდნენ. სასაზღვრო პოლიციის უფროსის თემურ კეკელიძის ინფორმაციით, საზღვაო შემადგენლობაში შედის საფლაგმანო ხომალდი „HMS DUNCAN” (დიდი ბრიტანეთი), “TCG GEMLIK” (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და”RS REGELE FERDINANT” (რუმინეთი). მუდმივმოქმედ მეორე შენაერთს კი კომოდორი მაიკლ უტლი ხელმძღვანელობს.

მისივე თქმით, ხომალდები პორტის ნავმისადგომში 4 დღის განმავლობაში დარჩებიან და საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას.

„იგეგმება ოპერაცია ,,ზღვის მცველის“ ფარგლებში საქართველოს მონაწილეობის გაზრდა, კერძოდ, სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის მეშვეობით ჩართვა, რათა საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში,“-განაცხადა კეკელიძემ.

ღონისძიებები საქართველოს და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ემსახურება.

სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, ასევე სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, ბულგარეთის საელჩოს, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების დახვდნენ.

Print