რეგიონი
სამეგრელოში უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის გამო სამი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელოს რეგიონში უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტებზე სამი პირი დააკავეს.  უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორ შემთხვევაში, ბრალდებულების მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებებიდან სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 2 880 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, ხოლო მესამე შემთხვევაში ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან სარეალიზაციოდ გამზადებული 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 4-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.



Print