ახალი ამბები
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხედვაზე მუშობის ფარგლებში, მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. კონსორციუმის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ანაკლიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებების გაცნობა შემდგომ ერთობლივი მუშაობა იყო. სამუშაო შეხვედრაში სხვადასხვა პროფესიის, ასაკის და სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი მონაწილეობდნენ.

„შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო. შეხვედრისთვის ჩვენ შევარჩიეთ სხვადასხვა პროფესიის და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები, რათა ნებისმიერ ინტერესის მქონე ადამიანისთვის მოგვესმინა. მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე სამუშაო შეხვედრის დროს ერთ-ერთ განსავითარებელ მთავარ მიმართულებად განათლება დასახელდა და ეს ძალიან მნიშნელოვანია“, - თქვა"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მენეჯერმა თამარ ზაქარიაძემ.

კონსორციუმის ცნობით, მსგავსი შეხვედრები მოსახლეობასთან გაგრძელდება. ანაკლიის მაცხოვრებლები კი აქტიურად იქნებიან ჩართულნი სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში. 
Print