რეგიონი
კვლევა: გამოკითხულთა მესამედი ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვიმმართველობა მის ინტერესებს არ გამოხატავს
ყოველი მესამე მოქალაქე ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოები მის ინტერესებს არ გამოხატავენ. გამოკითხვა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვეთით “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა”, 2018 წლის მარტში განახორციელა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 32%-ის აზრით, ქალაქის მერი მათ ინტერესებს არ გამოხატავს, საკრებულოს შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი უფრო მეტია - 34%. შესაბამისად, მერების შემთხვევაში, გამოკითხულთა მხოლოდ 26% ეთანხმება მოსაზრებას, რომ მერი გამოხატავს მათ ინტერესებს, საკრებულოს შესახებ იმავე აზრს კი 22% იზიარებს.

ორგანიზაციის ცნობით, 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, გაზრდილია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც დადებითად აფასებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საქმიანობას - მაშინ მხოლოდ 11% ამბობდა, რომ მერი/გამგებელი გამოხატავდა მის ინტერესებს, საკრებულოს შესახებ კი ასე მხოლოდ 8% ფიქრობდა.


Print