რეგიონი
მუნიციპალიტეტებში მოსახლეობას ყველაზე მეტად მიუსაფარი ცხოველების პრობლემა აწუხებს
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” 2018 წლის გამოკითხვით, მოქალაქეთა ყველაზე დიდ უკმაყოფილებას მიუსაფარი ცხოველების პრობლემა (56%) და პარკებისა და სკვერების ნაკლებობა და ქუჩების კეთილმოწყობის ხარისხი (46%-46%) იწვევს, ხოლო მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობით გამოკითხულთა 41%-ია კმაყოფილი.

ქალაქებში არსებული გამწვანებული სივრცეებია კმაყოფილია - 51% , 46% კი უკმაყოფილოა. 81% კმაყოფილია ელექტროენერგიის მომარაგებით, 1% კი უკმაყოფილო. გაზმომარაგებით კმაყოფილია 68%, უკამყოფილოა - 2%. წყალმომარაგებით კმაყოფილია - 55% , უკამყოფილო - 14%. ნაგვის შეგროვებით კმაყოფილია 43%, უკმაყოფილო - 14%. დასუფთავებით კმაყოფილია 39%, უკამყოფილოა - 14%.



“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვეთით “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” კვლევა 2018 წლის მარტში ჩაატარა. 

Print