ახალი ამბები
განმუხურში ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვით და აღდგენით სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განმუხურში ზღვის სანაპირო ზოლის დროებითი ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენითი სამუშაოების ჩატარებაზე მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციისა და პროექტის თანახმად, სამუშაოები განმუხურის პლაჟის ჩრდილოეთით 1კმ სიგრძის მონაკვეთზე უნდა ჩატარდეს.

ტენდერში, რომლის შესყიდვის ღირებულება 1 478 871 ლარია, წინადადებების მიღება 10 ივნისს დაიწყება და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

Print