ახალი ამბები
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის შეზღუდვა ენგურჰესის ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია
დღეს საღამოს, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში ელექტროენერგია გათიშული იყო საქართველოს რეგიონებისა და დედაქალაქის ნაწილში. დენი არ მიეწოდებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთსაც.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, შეზღუდვა ენგურჰესის ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია.

„დღეს, 20:11 საათზე ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება",  - ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებაში.

სსე-ში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულიად აღუდგა.

Print