რეგიონი
ენგურჰესის ავარიული გათიშვის გამო ელექტროენერგია აფხაზეთის სამ რაიონს არ მიეწოდებოდა
ენგურჰესის ავარიული გათიშვის გამო, ელექტროენერგის გარეშე დარჩნენ ოჩამჩირის, გალის, ასევე გულრიფშის რაიონები, აგუძერის გამოკლებით, წერს აფხაზური მედია „ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამავე ცნობით, ავარიის შედეგების აღმოსაფხვრელად ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები.

გუშინ საღამოს, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში ელექტროენერგია გათიშული იყო საქართველოს რეგიონებისა და დედაქალაქის ნაწილში. დენი არ მიეწოდებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთსაც. სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, შეზღუდვა ენგურჰესის ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია.

გუშინვე ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა.

Print