ახალი ამბები
ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყო (ფოტო)
ზუგდიდში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღნიშვნა დილიდან დაიწყო.



ღონისძიებები ქალაქის მთავარი ხეივნის ორივე მხარესა და თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.



ზეიმი აქ მთელი დღის განმავლობაში გასტანს, ტარდება გამოფენები, მუსიკალური, სპორტული აქტივობები.



ღონისძიებებს ზუგდიდში შინაგან საქმეთა სამინისტროც მართავს.


მოეწყობა ისტორიული ზონა, არტ-კაფე, გამოიფინება კოსმოსური ხომალდის 112-ის მაკეტი, ჯავშანტექნიკა და სხვა.



26 მაისის აღნიშვნა ზუგდიდში გალა კონცერტით დასრულდება.

ამავე თემაზე:

რა ღონისძიებებით ხვდება ზუგდიდი დამოუკიდებლობის 100 წლისთავს
Print