ახალი ამბები
დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში გალა კონცერტით დასრულდა (ფოტო)
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ზუგდიდში გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც ქართველი მომღერლები მონაწილეობდნენ.



კონცერტი თავისუფლების მოედანზე ფოიერვერკით დასრულდა.



დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა. ქალაქში მთელი დღის განმავლობაში, კულტურული, სპორტული და შემეცნებით ღონისძიებები მიმდინარეობდა.

დღევანდელი დღე ზუგდიდში აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ქალაქის ცენტრში სხვადასხვა სივრცე მოაწყო.

ამავე თემაზე:

ასოციაცია "ათინათი" დამოუკიდებლობის დღეზე (ვიდეო/ფოტო)



Print