რეგიონი
ხობში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ შს სამინისტროში განუცხადეს. დანაშაული 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ ფარცვანიების ოჯახში მოხდა. რა გახდა სამი ადამიანის მკვლელობის მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.

ამავე თემაზე:

მკვლელობა ხობში - გარდაცვლილია სამი ადამიანი

Print