ახალი ამბები
შსს ხობში მომხდარ მკვლელობაზე: მაღაზიიდან დაბრუნებულ გ.ფ.-ს დედას სამივე პირი გარდაცვლილი დახვდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ფარცვანიების სახლში მომხდარი მკვლელობის შესახებ განცხადება გაავრცელა.

„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში 1980 წელს დაბადებული გ.ფ., მისი მეზობელი - 1980 წელს დაბადებული დ.ბ. და ხელოსნად მომუშავე -1962 წელს დაბადებული ე.კ. გ.ფ.-ს საცხოვრებელ სახლში სადილობდნენ. მაღაზიიდან დაბრუნებულ გ.ფ.-ს დედას სამივე პირი გარდაცვლილი დახვდა. მათ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ამოიღო, რომელიც გ.ფ.-ს სახელზეა რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ გ.ფ. ყოფილი პოლიციელია (იგი შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2013 წელს დაითხოვეს) და ამჟამად ერთ-ერთი კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მუშაობდა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 109-ე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე:

ხობში გარდაცვლილი ერთ-ერთი მამაკაცი ყოფილი პოლიციელია
Print