ახალი ამბები
ბავშვის გატაცებაში ერთ-ერთი ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდის სასამართლომ ბავშვის მძევლად აყვანის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს ვასილ ახალაიას წინასწარი პატიმრობა, ხოლო მის მეუღლეს ემა კვირტიას გირაო - 5000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მოსამართლე შოთა ბიჭიამ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სხდომის დეტალები უცნობია, რადგან მოსამართლემ მხარეების მოთხოვნით სხდომა დახურა.

ზუგდიდში სამართალდამცავებმა ცოლ-ქმარი საკუთარი სახლიდან რამდენიმე დღის წინ აიყვანეს. სავარაუდოდ, გატაცებული ბავშვის დედის თქმით, შვილმა და მამამთილმა მას უთხრეს, რომ ცოლ-ქმარმა ბავშვი ვალის გამო წაიყვანა და მის დაბრუნებას მანამ არ აპირებდა, სანამ ოჯახი ვალს არ დააბრუნებდა.

თავის მხრივ, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. მათი ადვოკატის ინფორმაციით, ბავშვი სახლიდან ემა კვირტიამ მოსაწესრიგებლად წაიყვანა და არა ვალის დაბრუნების მიზნით.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბრალი სს კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით, მძევლად ხელში ჩაგდება ედებათ. აღნიშნული ქმედება 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ბავშვის გატაცებაში ერთ-ერთი ბრალდებულის სასამართლო პროცესი დაიხურა

Print