რეგიონი
პროექტი "ხელი ხელს, გული გულს" დაიხურა
ზუგდიდის ტექნოპარკში ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია "ქსენონის" ახალგაზრდული პროექტის "ხელი ხელს, გული გულს"  დახურვის ცერემონია გაიმართა.



მისი მიზანი იყო მოზარდების განათლება სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში, რომელიც მათი პიროვნულ ზრდა-განვითარებასა და თაობათა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას გულისხმობდა.



დახურვის ცერემონიას პროექტის მონაწილეები, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და PH international Georgia-ს პროგრამების კოორდინატორი ნუცა გოგუაძე დაესწრნენ.




პროექტში ჩართული იყო ზუგდიდის N 7, N 9 და N 10 საჯარო სკოლების 24 მოზარდი. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობა განხორციელდა.



პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის PH international Georgia მიერ და ხორციელდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერ დაფინანსებული სკოლის, თემისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის (SCOPE) ფარგლებში.


ფოტო: ზუგდიდის მერია
Print