ახალი ამბები
გია ხუბუა: დღეს საღამოდან ენგურჰესი სრულად ამოქმედდება
ტექნიკური დირექტორის გია ხუბუას ინფორმაციით, ენგურჰესის 2 აგრეგატი უკვე ჩართულია. მან რადიო „ათინათთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ამ წუთებში ჩასართავად მესამე აგრეგატს ამზადებენ, საღამოს კი მეოთხეც ჩაირთვება.

„ამ ეტაპზე ოთხი აგრეგატი სრულიად საკმარისია ქვეყნის მასშტაბით მომარაგებისთვის“, - თქვა ხუბუამ.

24 მაისს, საღამოს 20 საათსა და 11 წუთზე ენგურჰესის ავარიული გათიშვის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა საქართველოს რეგიონებისა და დედაქალაქის უბნების უმეტეს ნაწილს. ელექტროენერგია ჰქონდა შეზღუდული ოჩამჩირის, გალის, ასევე გულრიფშის რაიონებსაც. გამორთული იყო ხუთივე აგრეგატი.

ამ დრომდე, ელექტროენერგია მოსახლეობას თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან იმპორტირებული რესურსით მიეწოდება. ენგურჰესის ხუთივე ჰიდროაგრეგატი გალის რაიონის სოფელ საბერიოში მდებარეობს.

ამავე თემაზე:

ტექნიკური დირექტორი ენგურჰესის ავარიულ გათიშვაზე: ძალიან მძიმე სიტუაცია იყო
Print