რეგიონი
მესტიაში ერთი ადამიანი მოკლეს
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. სოფლის გამგებლის თენგო ფარჯიანის ინფორმაციით, გარდაცვლილი მისი მოადგილის ძმაა.

"არ ვიმყოფები სოფელში და მომხდართან დაკავშირებით დეტალები არ ვიცი, გარდა იმისა, რომ გარდაცვლილი ჩემი მოადგილის ძმაა", - თქვა ფარჯიანმა.

მედიკოსების ინფორმაციით დაჭრილი, რომელიც მესტიის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, წუხელვე გაეწერა. როგორც რადიო "ათინათს" საავადმყოფოში განუცხადეს, მამაკაცს ჭრილობები ნიკაპის და მარცხენა ბეჭის მიდამოში აღენიშნებოდა. მათივე ცნობით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. უწყებისვე ცნობით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





Print