რეგიონი
კანადამ სირიის მიერ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარება დაგმო
კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიის მიერ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარებას გმობს და რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რომელიც მან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აიღო.

„კანადა მკაცრად გმობს სირიის რეჟიმის მიერ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას. რუსეთის მიერ ამ რეგიონების ოკუპაცია საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა, რაც ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სირიის ქმედება გამოწვევაა საერთაშორისო წესრიგისთვის და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის შესაძლებლობას ძირს უთხრის“, - ნათქვამია განცხადებაში.

სირიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა 29 მაისს აღიარა.

ამავე თემაზე:

საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტს
Print