ახალი ამბები
სოხუმი და ნაურუ უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმდნენ
სოხუმსა და ნაურუს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. შესაბამისი შეთახმების პროექტი დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მოიწონეს. „საგარეო საქმეთა მინისტრის“ დაურ კოვეს თქმით, უვიზო მიმოსვლის შესახებ, 2017 წელს ნაურუში ოფიციალური ვიზიტისას, აფხაზურმა დელეგაციამ და ნაურუს რესპუბლიკის მთავრობამ მოილაპარაკეს.

ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ნაურუს რესპუბლიკამ 2009 წლის 15 დეკემბერს აღიარა.



Print