ახალი ამბები
გაგრის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება
ძველი გაგრის მთიანი ზონის ტყეში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ „სპუტნიკს“ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განუცხადეს. „ხანძარი ხალხს არ ემუქრება, სახლები შორსაა. ცეცხლის ჩაქრობა რთულია, ვინაიდან ძალიან ციცაბო ფერდობებია “, - განაცხადა გაგრის რაიონის სახანძრო-სამაშველო რაზმის უფროსმა ამირან ფაჩულიამ.

„ადგილზე მუშაობს 80 ადამიანი, ასევე მობილიზებულია 4 სახანძრო მანქანა. რელიეფი ძალიან რთულია და მიუვალი. ხანძრის კერასთან მისასვლელად საგანგებო სამსახურის თანამშრომლები თოკებს იყენებენ“, - აღნიშნა მან.

წინასწარი მონაცემებით, ხანძარი 4 კვადრატული კილომეტრის ფართობზეა გავრცელებული.

ამირან ფაჩულიას თქმით, რთული პირობების გამო, უცნობია თუ რა ვადებში მოხდება ხანძრის ლოკალიზება.


Print