ახალი ამბები
„ენგურჰესი - მსოფლიო დონის ატრაქცია“ - პროექტირება დასრულებულია (ვიდეო)
ენგურჰესის კაშხალზე "მსოფლიო დონის ატრაქციის" პროექტირებაზე მუშაობა, ფაქტობრივად, დასრულებულია და მას ოფიციალურად ივლისის ბოლოს წარადგენენ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ შპს „ენგურის ტურისტულ ცენტრში“ განუცხადეს.

აღნიშნული პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა ესტონურმა კომპანიამ „კოკო არქიტექტორებიმ“ თითქმის ორ მილიონად მოამზადა. შესაბამისი ტენდერი „ენგურის ტურისტულმა ცენტრმა“ გასული წლის ივნისში გამოაცხადა.

კონცეფციის მიხედვით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცეს, სანაოსნო ინფრასტრუქტურას, მაღალ ლიფტსა და ექსტრემალური კომპონენტების შემცველ რამდენიმე ატრაქციას მოიცავს.სამუშაოებში 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.

სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის მოსაძიებლად, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. სამუშაოების დაწყების თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა პრემიერის თქმით, ის ხუთი წლის ვადაში უნდა დასრულდეს.


ამავე თემაზე:

პრემიერი:ენგურჰესით შეგვიძლია ომში გახლეჩილი ურთიერთობები საერთო ინტერესებისთვის თანამშრომლობისკენ შევცვალოთ (ვიდეო)

"ენგურჰესი მსოფლიო დონის ატრაქცია" - პროექტზე კონკურსი გამოცხადდა
Print