რეგიონი
„გზა ერთობისკენ“ - ერთთვიანი ფესტივალის განრიგი რუხში
რუხის სავაჭრო ცენტრში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა სპორტულ-კულტურული ღონისძიებები გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორი საპარტნიორო ფონდია. ღონისძიებების ორგანიზატორების ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილია მუსიკალური ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტები, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია და სხვ. ამავე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ბავარიის ლუდის ფესტივალიც ჩატარდება, რომლის გამარჯვებული ამსტერდამში საგზურს მოიპოვებს.

ღონისძიებას საპარტნიორო ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს.

რადიო "ათინათი"
ჩასატარებელი ღონისძიებების განრიგს გთავაზობთ:

14 ივნისი:

18:00 ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტების მარათონი;
18:30 სტუდენტების დაჯილდოება;
19:00 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ანსამბლის კონცერტი. სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია;
19:00 მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის პირდაპირი ტრანსლაცია;
22:00 ელექტრონული მუსიკის კონცერტი - TSU ART;

16 ივნისი:

16:00 ბავარიის ლუდის ფესტივალი, მუსიკალური გაფორმება: ჯგუფი „ვაკის პარკი“;

19 ივნისი:

19:00 კონცერტი: ჯგუფი Under Seven;
22:00 კონცერტი: მარიამ შენგელია, მარიტა ცეცხლაძე;
სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია;

21 ივნისი:

17:00 საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია: მწერალი გიორგი კეკელიძე;
19:00 საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი: სიმფონიური ორკესტრი ნეკა სებისკვერაძესთან ერთად;
22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია;

24 ივნისი:

17:00 გრანდიოზული სანახაობები ბავშვებისთვის: „თოლიას“ ნაყინის ფესტივალი;
19:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია;
22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია;

30 ივნისი

14:00 გრანდიოზული სანახაობები ბავშვებისთვის: ფერების ფესტივალი;
18:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია;
22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია;

6 ივლისი

18:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი;
20:30 დოკუმენტური ფილმების ჩვენება დიდ ეკრანზე;
22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი;

7 ივლისი

18:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი;
სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია;
20:30 დოკუმენტური ფილმის ჩვენება დიდ ეკრანზე;
22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი;

10 ივლისი

22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია. ნახევარფინალი;
სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია;

11 ივლისი

19:00 კონცერტი: ჯგუფი Green Mama;
სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია;
22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - ნახევარფინალი;

15 ივლისი

19:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - ფინალი;
22:00 კონცერტი: როკ ჯგუფი Under Seven;
23:00 ელექტრონული მუსიკის კონცერტი: TSU ART;
სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია;






Print