ახალი ამბები
#ბექასთვის - საქველმოქმედო საღამო Mego Bar-ში (ფოტო)
სოციალურ საწარმო Mego Bar-ში 8 წლის ბექა ფიფიას დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება "მე, შენ, ჩვენ #ბექასთვის" გაიმართა. საღამო არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.



„ჩვენი მიზანია, რომ, თუნდაც, მცირედით დავეხმაროთ ბექას, რომელსაც ლეიკემიის ურთულესი ფორმა დაუდგინდა. ამიტომაც არიან დღეს აქ შეკრებილი ადამიანები, მათ შორის, არასასამთავრობო და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანა ქირიამ.



საქველმოქმედო აქციის სტუმრებს ბექას ძმის, რეზი ფიფიას წიგნის შეძენაც შეეძლოთ, რომელიც ავტრომა ძმას მიუძღვნა. ამასთან, რამდენჯერმე გაჟღერდა ტელეფონის ნომერი - 0 901 901 996, რომელზეც ბექას დახმარების მსურველებმა უნდა დაურეკონ.



ღონისძიებაზე ადგილობრივმა პოეტებმა და მომღერლებმა შეკრებილებს საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს.
Print