რეგიონი
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი: 2019-2020 წლებში პენსია 20 ლარით გაიზდება
სახელმწიფო 2020 წლითვის პენსიების 20-20 ლარის ოდენობით გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად. გაფართოვდება შშმ პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძებები. მათ შორის დაგეგმილია სახელმწიფო პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში 20-20 ლარის ოდენობით“, - თქვა ბახტაძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ბიუჯეტში დამატებით, დაახლოებით, 400 მლნ ლარია გათვალისწინებული.


Print