ახალი ამბები
ზუგდიდში მაღაზია გაქურდეს
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მარკეტი გაქურდეს. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა წუხელ მოხდა. მათივე ცნობით, აღნიშნული ობიექტი მიმდინარე თვის განმავლობაში უკვე ორჯერ გაქურდეს. წაღებულია ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელები, სხვადასხვა პროდუქტები და ოქროს ნივთები, რომელიც გამყიდველს მაღაზიაში ჰქონდა დატოვებული.

ადგილზე ამ წუთებში კრიმინალური პოლიცია მუშაობს.

შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.



Print