რეგიონი
სინოპტიკოსების პროგნოზით 28 ივნისს სამეგრელოში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას თქმით, სამეგრელოს რეგიონში დღეს ჰაერის ტემპერატურა 27-32 გრადუსამდე მოიმატებს, საღამოს კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ხვალ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 36–38 გარუსი იქნება, ხოლო 28 ივნისს ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს.

გვაზავას ცნობით, 29-30 ივნისს ტემპერატურა კვლავ დაიკლებს და ის 30-35 გრადუსამდე იქნება.



Print