ახალი ამბები
სამეგრელოს დევნილთა ჩასახლებებში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა იგეგმება
სამეგრელოში არსებულ დევნილთა ჩასახლებებში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, ზუგდიდსა და სენაკში 2-2, ფოთში კი ერთი საბავშვო ბაღის აშენება იგეგმება.

დაგეგმილი პროექტები დღეს გუბერნატორ ლევან შონიასა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს ვინსენტ დონტონს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

პროექტს დანიის ლტოლვილთა საბჭო, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა პროექტი. როგორც შეხვედრაზე ვინსენტ დონტონმა აღნიშნა, სამეგრელოში 100-ზე მეტ დევნილ ოჯახს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ახალი საცხოვრებელი სახლი აუშენდება.

პრესსამსახურის ცნობით, ლევან შონია საბჭოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს, დევილთა ჩასახლებებში არსებულ საჭიროებებზე ესაუბრა.

Print