რეგიონი
ზუგდიდში კაფე „ალერტის“ დაყაჩაღებისთვის ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.კ., ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

ამავე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 22 ივნისს, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე კაფე „ალერტი“ დააყაჩაღა. მან კვების ობიექტში მომუშავე პერსონალს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 500 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის ცენტრში კაფე დააყაჩაღეს
Print