რეგიონი
ბატალ აგრბა საგზაო შემთხვევებზე: პასუხისმგებლობას ხშირად მოხელეები და დეპუტატები გაურბიან
2018 წლის 5 თვის განმავლობაში აფხაზეთში 69 საგზაო - სატრანსპორტო შეთმთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგად დაიღუპა 27, ხოლო დაზიანებები 95 ადამიანმა მიიღო. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე „სახელმწიფო ავტოინსპექციის“ ხელმძღვანელმა ბატალ აგრბამ განაცხადა. მისივე ცნობით, ეს მაჩვენებლი ოდნავ გაუმჯობესდა გასულ წელთან შედარებით, 2017 წელს აფხაზეთში 181 საგზაო - სატრანსპორტო შეთმთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგად დაიღუპა 67, ხოლო დაზიანებები მიიღო 245-მა ადამიანმა. მან აღნიშნა, რომ სიტუაცია გზებზე ოდნავ შეიცვალა სათვალთვალო კამერების დაყენების შემდეგ, (4 სტაციონარული და 5 მოძრავი), თუმცა, მდგომარეობა, ჯერაც სავალალოა. 

ბატალ აგრბას თქმით, იგეგმობოდა კიდევ 50 კამერის დაყენება, თუმცა, საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო, ეს პროცესი შეფერხდა. „პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები შეიტანა კანონში და ამ ღონისძიებების გატარება ახლო მომავალში გაგრძელდება“, - განაცხადა მან. შეხვედრაზე აგრბამ „სახელმწიფო ავტოინსპექციის“ რეორგანიზაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი

მისი განცხადებით, ვერანაირი ზომები ვერ გამოიღებენ შედეგს, სანამ გზებზე მოძრაობენ მძღოლები, რომლებზეც კანონი არ ვრცლედება. მისი თქმით, აფხაზეთში ადვილად იხსნიან პასუხიმგებლობას საგზაო წესების დარღვევისთვის ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, მოხელეები და დეპუტატები.

.




Print