რეგიონი
აბიტურიენტები: გამოცდები საშუალო სირთულის იყო
ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. აბიტურიენტების თქმით, ოთახში კონდენცირების სისტემა არ იყო, თუმცა ჰაერის მაღალი ტემპერატურა მათთვის ხელისშემშლელი ფაქტორი არ ყოფილა. მათივე ცნობით, წლევანდელი ტესტირება განსაკუთრებული სირთულის არ იყო.

"ძალიანაც არ ცხელოდა, ფანჯრები ღია იყო და სიგრილე შემოდიოდა. გვითხრეს, რომ სკოლების ნაწილში მონტაჟდება კონდიცირების სისტემა და ხვალიდან აქაც იქნება. უფრო კომფორტული იქნებოდა, გაგრილების საშუალება რომ ყოფილიყო, მაგრამ განსაკუთრებულად ამას ხელი არ შეუშლია", - აღნიშნა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა აკაკი თორდიამ.

ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 434 აბიტურიენტიდან დღეს 426 გამოცხადდა. მათ გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერეს.

ამავე თემაზე: ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში რვა აბიტურიენტი არ გამოცხადდა



Print