რეგიონი
ზუგდიდში ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

6 ივლისს ზუგდიდში კამპანიის “ძალა ევროპაშია” ფარგლებში, აქცია სახელწოდებით “რუსული ოკუპაცია და საქართველოს ევროპული არჩევანი”

გაიმართება. ის “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სამოქალაქო საბჭოს წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით ჩატარდება.

„მოსახლეობას უნდა შევახსენოთ, რომ რუსეთი ოკუპანტია. აქციის მიზანია გავაპროესტოთ მისი მხარდამჭერი პოლიტიკა საქართველოში. ამავე დროს, მოქალაქეებს მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს ევროპული არჩევანის უპირატეოსბების შესახებ “ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქციის პარალელურად, 15:00 საათიდან 17:00 საათმდე ზუგდიდის ბულვარის მიმდებარედ, ზვიად გამსახურდიას გამზირზე რუსული/საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ფოტო და საარქივო მასალა გამოიფინება. გარდა ამისა თემატურად მოიხატება აღნიშნული ქუჩის გარკვეული მონაკვეთი.

18:00 საათიდან კი ზუგდიდის არტ-გალერეაში საჯარო ლექციას ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე წაიკითხავს.

 

 

Print