რეგიონი
სინოპტიკოსები სამეგრელოში წვიმიან ამინდებს ვარაუდობენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში მომდევნო სამი დღის განმავლობაში წვიმას და ქარს ვარაუდობენ. ამასთან მოსალოდნელია ელჭექი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 22–27 გრადუსის ფარგლებში იქნება. როგორც რადიო „ათინათს“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ უთხრა, სამეგრელოში ხვალ საღამოდან იწვიმებს.

„დღეს საღამოსაც მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, თუმცა შედარებით ძლიერ ნალექს ხვალ საღამოს ველოდებით. წვიმიანი ამინდები შენარჩუნდება შვიდ ივლისამდე. მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, გაძლიერდება დასავლეთის ქარი“, - აღნიშნა გვაზავამ.

სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 8 ივლისიდან კვლავ მოიმატებს და ის 32 გრადუსამდე გათბება.


Print