რეგიონი
მესტიაში წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მესტიაში დღეს და ხვალ დროგამოშვებით იწვიმებს. როგორც რადიო "ათინათს" მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ უთხრა, დღეს გვიან ღამით ინტენსიურად იწვიმებს, ხვალ დღისით გამოიდარებს, თუმცა ღამის საათებში კვლავ ნალექია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების სვანეთში გამოდარებას 8-9 ივლისს ელოდებიან.

უხვი ნალექის შედეგად ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც მდინარე ნენსკრა ადიდდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზა, დატბორილია სახლები და სახნავ-სათესი სავარგულები. მოვარდნილმა მდინარემ სოფელსი არსებული რამდენიმე ხიდი წაიღო.

Print