ახალი ამბები
ჭუბერიდან ათეულობით ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ათეულობით ოჯახი საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან გაიყვანეს. ამის შესახებ რადიო“ათინათს“ მესტიის საკრებულოს წევრმა ზაზა ვიბლიანმა უთხრა. მისივე ინფორმაციით, საუბარია ოჯახებზე, რომელთა სახლები დაიტბორა ან საფრთხე ემუქრება.

„ჯერჯერობით, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ არ არის მსხვერპლი, თუმცა სრულად განადგურებულია ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა ვიბლიანმა.

მისი თქმით, ამ წუთებში, სიტუაცია სტაბილურია. ადგილზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.


ამავე თემაზე:

სოფელ ჭუბერში მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება
Print