რეგიონი
ადგილობრივები: მდინარე ნენსკრა კვლავ ადიდებულია
ადგილობრივების ინფორმაციით მდინარე ნენსკრა კვლალვ ადიდებულია, თუმცა სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა. ჭუბერის მკვიდრის გარი ჩხიმიანის ინფორმაციით, რომელიც გუშინ მდინარის მეორე ნაპირას დარჩა და უკან გამოსვლას ვერ ახერხებდა, უკვე სახლშია. როგორც მან რადიო „ათინათს“ უთხრა, შინ დაბრუნება შემოვლითი გზებით და სოფელში დაუზიანებლად დარჩენილი ერთადერთ ხიდით მოახერხა.

„საღამოს დავბრუნდი სახლში. იმ ერთადერთი ხიდით გადმოვედი, რომელიც დარჩა სოფელში და დანარჩენი რაც ხიდი იყო არ არსებობს. ახლა მუშაობს ტექნიკა. გზებზე ქვიშას აყრიან. დიდი სამუშაოა ძალიან... ჭუბერის დასაწყისიდან დასასრულამდე ყველაფერი დაზიანებულია. ახლა დასტაბილურებულია სიტუაცია. წუხელ ბევრი არ უწვიმია და ამან გადაგვარჩინა, მაგრამ მოღრუბლულია და რა მოხდება არ ვიცი. ხალხს ვისაც სახლები დაეტბორათ, წუხენდელი ღამე ხან ახლობლებთან და ხან ნაცნობებთან გაათენეს, რადაგნ მათი იქ ყოფნა საშიში იყო", - თქვა გარი ჩხიმიანმა.

უხვი ნალექის შედეგად ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც მდინარე ნენსკრა ადიდდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზა, დატბორილია სახლები და სახნავ-სათესი სავარგულები. მოვარდნილმა მდინარემ სოფელში არსებული რამდენიმე ხიდი წაიღო.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელბი. სტიქიის ზონაში მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა.

Print