ახალი ამბები
მერის წარმომადგენელი ჭუბერში: სტიქიის ზონაში საფრთხე გაიზარდა (ვიდეო)
სოფელ ჭუბერში მერის წარმომადგენლის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, ამ წუთებში ჭუბერში კვლავ წვიმს, რის გამოც სტიქიის ზონაში საფრთხემ მოიმატა. მისივე თქმით, ამ დროისთვის მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა გრძელდება.

„ვერ გეტყვით, რა რაოდენობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ სახლების წაღების საშიშორება ყოველ წამსაა. ისეთი სიტუაციაა, გაიხედავ, ერთ მხარეს და სახლი რომელიც ერთი წუთის წინ იდგა, აღარ დგას“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ვიბლიანმა.

ამასთან, ადგილობრივების ინფორმაციით, მათი ნაწილი საცხოვრებელ სახლებს ცლის.

ამავე თემაზე:

მაშველებმა ლეკულმახეში მცხოვრები ოჯახი საფრთხის ზონიდან გაიყვანა


Print