ახალი ამბები
ჭუბერში სტიქიის გამო სამხედრო ძალის გამოყენებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში სტიქიით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

პრეზიდენტის წარდგინება „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ“ უმაღლესი მთავარსარდლის 2018 წლის ბრძანების დამტკიცების თაობაზე დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს. საკითხს ხმა 91-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი არცერთი წასულა.

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სამეგრელო- ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.


ამავე თემაზე:

ნინო ვიბლიანი: ჭუბერში ვითარება სტაბილურია
Print