ახალი ამბები
ჭუბერში საინჟინრო ტექნიკა და სამხედრო პანელური ხიდი ჩაიტანეს
თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ტექნიკა და პანელური სამხედრო ხიდი უკვე ჭუბერშია. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, ხიდის აწყობის სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება და 3-4 დღეს გასტანს, რის შემდეგაც მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად სამშენებლო ტექნიკის გადაყვანა შესაძლებელი იქნება.

ჭუბერში სტიქიამ 6 ხიდი დააზიანა, რის გამოც მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობასთან საავტომობილო კომუნიკაცია გართულებულია. სამანქანო ხიდის არარსებობის გამო, პრობლემურ კერებამდე ვერ ხერხდება ტექნიკის მიყვანა.



როგორც ინფორმაციაშია აღნიშნულია, ყველაზე სწრაფად სამანქანო კომუნიკაციის აღდგენა პანელური სამხედრო ხიდითაა შესაძლებელი, რომელიც ამ დროისთვის არსებულ პრობლემას მოაგვარებს და სამშენებლო ტექნიკა შეძლებს მდინარის მარცხენა ნაპირის გამაგრებას და აღდგენითი სამუშაოების წარმოებას. გამომდინარე აქედან, საგანგებო შტაბმა თავდაცვის მინისტრს სპეციალიზებული ხიდის გამოყოფის თხოვნით მიმართა.

სტიქიის ზონაში სამხედრო ტექნიკის გაგზავნის გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებას პარლამენტმა დღეს დაუჭირა მხარი. თავდავის სამინისტრომ ჭუბერში 50 მეტრიანი პანელური ხიდი და 18 ერთეული სამხედრო-საინჟინრო ტექნიკა გამოაგზავნა.


ამავე თემაზე:

ჭუბერში სტიქიის გამო სამხედრო ძალის გამოყენებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
Print