ახალი ამბები
ვიბლიანი: ჭუბერში სამხედრო ტექნიკამ მუშაობა დაიწყო
ჭუბერში მერის რწმუნებულის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ტექნიკამ ხეობაში მუშაობა დაიწყო. ამ დროისთვის დაწყებულია პანელური ხიდების მოწყობის სამუშაოები, რასაც, სავარაუდოდ რამდენიმე დღე დასჭირდება.

„პირველ ეტაპზე მოეწყობა ეს დროებითი, პანელური ხიდები. როგორც გვეუბნებიან, 2-3 დღის სამუშაოა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ვიბლიანმა.

რაც შეეხება ზარალს, ვიბლიანის თქმით, ჯერჯერობით, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

„იმდენად სხვა რამეებზე ვართ ორიენტირებულები, როგორ დავეხმაროთ ამ ხალხს, რომ ზარალის შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით. რაღაც ეტაპზე დაწყებულია დათვლის პროცესი“, - აღნიშნა ვიბლიანმა.

სტიქიის ზონაში სამხედრო ტექნიკის გაგზავნის გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებას პარლამენტმა გუშინ დაუჭირა მხარი. თავდავის სამინისტრომ ჭუბერში 50 მეტრიანი პანელური ხიდი და 18 ერთეული სამხედრო-საინჟინრო ტექნიკა გამოაგზავნა.

ამავე თემაზე:

ჭუბერში საინჟინრო ტექნიკა და სამხედრო პანელური ხიდი ჩაიტანეს
Print