ახალი ამბები
ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დაწყებულია. 2018 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისთვის ზუგდიის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს "გილანმა" გაიმარჯვა.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შენობის რეკონსტრუქცია, არსებულ შენობაზე მეორე სართულის დაშენებით, სადაც განთავსდება დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრების ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები. მოეწყობა წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა. ფასადზე, თანამედროვე კომპოზიტური მასალებით, ახალი არქიტექტურული ფორმების მოწყობით განახლდება შენობის გარე იერსახე. შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.

სამუშაოების პირველი ნაწილი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და მისი ღირებულება 500 ათასი ლარია, რაც შეეხება დანარჩენ სამუშაოებს, 2019 წელს გაგრძელდება.

პროექტის სრული ღირებულება 865 300,87 ლარს შეადგენს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდება.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერიამ საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

Print